ლევილის ქართულ ფესტივალზე წელს, პირველად, ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას. მსმენელის წინაშე სალოტბარო სკოლების გუნდები ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშებით წარდგებიან.
15-16 ივნისი – ამბროლაურის, ოზურგეთის, თელავისა და ხონის სალოტბარო სკოლები
29-30 ივნისი – წალენჯიხის, ლენტეხის, ყვარლის, ქობულეთის, ხარაგაულისა და გორის სალოტბარო სკოლები