14 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 405-ე აუდიტორიაში წმ. ექვთიმე აღმსარებლის სახელობის სამეცნიერო სემინარი ჩატარდება. სემინარზე წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილის არქივის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის სპეციალისტი ეკატერინე ყაზარაშვილი. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.