14 ივლისს,12 საათზე, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხანის სახლში ანსამბლ „დიდგორის“ ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილი გაიმართება. გაკვეთილის ღირებულება: საქართველოს მოქალაქისთვის - 15 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - 25 ლარი. ღონისძიება მიმდინარეობს პროექტ „ამღერებული მუზეუმის“ ფარგლებში. ვორქშოფის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ეთნოგრაფიული მუზეუმის სალაროში.