14-15 მაისს ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი „ნანინა-2024“. მეორე ფესტივალის თემაა „ბატონები - ტრადიცია, წეს-ჩვეულება, მუსიკა“. ფესტივალის გამართვის ინიციატორი და ორგანიზატორია ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა“. ფესტივალის იდეის ავტორი: ჯგუფ „ნანინას“ წევრი, ეთნომუსიკოლოგი მაია გელაშვილი. მხარდამჭერები: თბილისის მერია, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა“, მეღვინეობა შილდა.