13 თებერვალს, 19:00 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, ფონდი „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება დედას ლევანას სახელობის ფოლკლორული ანსამბლის – „შილდას“ კახური სიმღერის კონცერტი და მე-2 აუდიო ალბომის პრეზენტაცია. კონცერტი ეძღვნება გამოჩენილი კახელი მომღერლისა და ლოტბარის – ანდრო სიმაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. დასწრება თავისუფალია.