12 თებერვალს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგისა და საიტის პრეზენტაცია გაიმართება. კატალოგში თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული კინოფოტოფონოდოკუმენტების, უახლესი და საისტორიო არქივების კუთვნილი ფოლკლორული დოკუმენტები. პროექტის ფარგლებში ასევე დამუშავდა და უახლეს მომავალში საიტზე განთავსდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ნიკო ბერძენიშვილის კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის რადიოსა და საქართველოს რადიოს არქივებში დაცული ფოლკლორული მასალები.