12 მარტს, 18:30-ზე, ფოლკლოროს ცენტრის გუნდის რეგიონული ტურნეს პირველ კონცერტი გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად მსმენელის წინაშე გორის, კასპის, ქარელისა და მერეთის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები წარდგებიან. კონცერტზე საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები შესრულდება.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.