12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ეროვნულ სასახლეში საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობის“ ახალი გამოცემის, გურული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლისა და ღვაწლმოსილი ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ წიგნისა და თანდართული აუდიოდისკის პრეზენტაცია გაიამრთება.
გამოცემა ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017) და შევსებულია უახლესი ინფორმაციით, ასევე, ახლადჩაწერილი აუდიონიმუშებით, სადაც სიმღერის ყველა ხმას ტრისტან სიხარულიძე ასრულებს. აუდიოჩაწერა განხორციელდა გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში „ქართული გალობა“.
დასწრება მოსაწვევებით.