12 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება სამტრედიისა და ხონის სალოტბარო სკოლების საანგარიშო კონცერტი, რომელზეც დასავლეთ საქართველოს ფოლკლორული სიმღერები და გელათი-მარტვილის სკოლის საგალობლები შესრულდება. ღონისძიების ორგანიზატორი: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. მხარდამჭერები: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.