12 აპრილს, 12:00 საათზე, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრ „მთიებისა“ და მასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელი მაგდა კევლიშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას – „გარაყანიძეების გზა“. შეხვედრა მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. დასწრება თავისუფალია.