12 აპრილს, 11 საათზე ბაგრატის საკათედრო ტაძარში ხარაგაულის, ბაღდათის, საჩხერის, ქობულეთის, ბათუმის, ლენტეხის, ოზურგეთის, სენაკის, ზუგდიდის, აბაშის, ზესტაფონის, ამბროლაურის, მესტიის, ონის, წალენჯიხის, ვანისა და ფოთის სალოტბარო სკოლების 200 მოსწავლე პროექტ „გალობის მერცხლების“ ფარგლებში ერთობლივად შეასრულებს ქართულ მრავალხმიან საგალობლებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქუთაის-გაენათელ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელთან. პროექტი მიზნად ისახავს ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლებში ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების განვითარებასა და მოსწავლეებში მის პოპულარიზაციას. პროექტის მხარდამჭერია კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.