12-18 თებერვალს, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ დიდ ბრიტანეთში – გლაზგოში, მანჩესტერში, ოქსფორდში, ბრისტოლში, კრედიტონში, კარდიფში, ლონდონსა და ჰასტინგსში გამართავს საგასტროლო ტურნეს, რომლის ფარგლებშიც ჩაატარებს კონცერტებსა და სამუშაო შეხვედრებს ქართული მრავალხმიანი სიმღერის შესწავლით დაინტერესებული ბრიტანული კოლექტივებისათვის. სამუშაო შეხვედრებს გაუძღვება ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი.