11 მარტს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“ გამართავს პროექტის – „აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება” –შემაჯამებელი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას. პროექტი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოებისა" და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.