11-18 მარტი – ანსამბლ "დიდგორის" საკონცერტო ტურნე ევროპაში

11-18 მარტს ანსამბლი „დიდგორი“ ევროპის სამ ქვეყანაში კონცერტებს გამართავს. ევროპული ტურნეს ფარგლებში ანსამბლი ოსლოსა და ბაზელში სოლო კონცერტს, ხოლო ამერსფორთში ანსამბლ „საქართველოსთან“ და „ქართულ ანსამბლთან“ ერთად ერთობლივ საღამოს გამართავს.

12 მარტი – ნორვეგია, ოსლო, საკათედრო ტაძარი (Oslo Domkirke)
დასაწყისი: 19:00 საათი
ბილეთები: https://acesse.dev/J2RjG

15 მარტი –  ნიდერლანდები, ამერსფორთი, Fonteinkerk
დასაწყისი: 20:00 საათი

17 მარტი –  შვეიცარია, ბაზელი, Kulturkirche Paulus
დასაწყისი: 11:00 საათი
ბილეთები: https://acesse.dev/9TKnD

მიმდინარე წელს ანსამბლი „დიდგორი“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მსმენელს არაერთ კონცერტსა და ღონისძიებას ჰპირდება.

წაიკითხე მეტი