10 იანვარი – ახალი გამოცემების პრეზენტაცია

10 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წიგნების – „დოკუმენტები დასავლეთ საქართველოში საეკლესიო გალობის ისტორიისათვის (1821-1823)“ (წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მერაბ კეზევაძემ) და „ქართული საეკლესიო გალობა. IX ტომი. საღმრთო ლიტურგია: ნამდვილი კილო და სადა საბავშვო საგალობლები. აღდგომის ოხითანი და ღმრთისმშობლისანი რვახმისა: გამშვენებული კილო“ (შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძე) პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი