10 აპრილი - ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი „შეხვედრები მსმენელთან“

10 აპრილს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ანსამბლ „ბასიანის“ შეხვედრა-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება დაეთმობა რაჭა-ლეჩხუმურ და იმერულ ფოლკლორს.

მიმდინარე წელს ანსამბლი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლი მსმენელებს მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი