1 ნოემბერი – ანსამბლ „სათანაოს“ სოლო კონცერტი

1 ნოემბერს, 20:00 საათზე,  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „სათანაოს“ საიუბილეო კონცერტი  „მაშ გამარჯვება ტკბილო სამშობლო“ გაიმართება. კონცერტზე შესრულდება ქართული ტრადიციული საგალობლები, ქალაქური ფოლკლორისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის  ხალხური სასიმღერო და საკრავიერი მუსიკის ნიმუშები. ბილეთების შეძენა შესაძლებელი ბმულზე https://shorturl.at/z5xVe

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი