1 ივლისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მეგრული ფოლკლორის საღამო გაიმართება. კონცერტზე მსმენელის წინაშე ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის, აბაშისა და ხობის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები წარდგებიან. შესრულდება საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი მივიწყებულ ფოლკლორული ნიმუშები.
29 ივნისიდან 1 ივლისამდე ანაკლიაში სამეგრელოს რეგიონის სალოტბარო სკოლის 200-მდე მოსწავლის ერთობლივი რეპეტიციები გაიმართება. მონაწილეებისათვის დაგეგმილია ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური სიმღერის მასტერკლასები, რომელთაც ეთერ თათარაიძე და გიორგი დონაძე წარუძღვებიან.
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები.