კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიაზე“, ამჯერად ანსამბლი „ადილეი“ მიემგზავრება.
1 და 2 ნოემბერს ევროპის მრავალ ქვეყანაში აღინიშნება „ყველა წმინდანის“ (All Saints' Day) და „ყველა სულის“ (All Souls' Day) დღეები. ადგილობრივი მოსახლეობა მოიგონებს გარდაცვლილ ახლობლებს, ყვავილებით მორთავს მათ საფლავებს. ამ ტრადიციის შთაგონებით შეიქმნა წარმოდგენა, ქართული და ევროპული სამგლოვიარო სიმღერების დიალოგი - „რიტუალი: სიმღერები ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის“.
იგი გაიმართება ქალაქების - ოსტენდისა და ლუვენის სასაფლაოებზე. წარმოდგენაში დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ადილეი“, ნინო ნაყეური, სოპრანო ლორე ბინონი და ადგილობრივი ანსამბლი „მეზობლები“.
3 ნოემბერს „ადილეი" ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტს გამართავს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“, ქართული ავანგარდის საგამოფენო სივრცეში.