1-2 ნოემბერი – ეთნოფესტივალი ბოლნისში 2025

1-2 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ეთნოფესტივალი გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო. თანაორგანიზატორები: ბოლნისის ეპარქია, ბოლნისის მერია. მხარდამჭერი: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ფესტივალის პროგრამა

1 ნოემბერი – ბოლნისის მუზეუმი

11:00 – გამოფენა თემაზე „ქართული კულტურის სამეცნიერო წიგნები და ეროვნული სამოსი“;

11:45 – სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ტრადიციული კულტურა და თანამედროვეობა“;

15:15 – სემინარი „სამშობლოსმცოდნეობა“;

16:00 – მწერალთა სახლის პროექტი „ცოცხალი წიგნები“;

16:00 – ერთჯერადი სეანსი ჭადრაკში;

16:00 – მასტერკლასი „წყალზე ხატვა“.

2 ნოემბერი

09:00 – ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში წირვა და ანსამბლების დალოცვა;

12:00 – ბოლნისის მუზეუმის დათვალიერება;

12:00 – ტრადიციული რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (ბოლნისის თეატრი);

14:00 – მასტერკლასი „ქართული იარაღის მუზეუმი“;

15:00 – მასტერკლასი „ქართული კალიგრაფია“;

16:00 – კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;

19:00 – ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, დაჯილდოება და ფესტივალის ჩირაღდნის ანთება.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი