1-2 მაისი - ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მესამე ფესტივალი „ნანინა - 2025“

1-2 მაისს ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება  ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მესამე ფესტივალი „ნანინა - 2025“. ღონისძიება იმართება ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. წლევანდელი ფესტივალის თემაა „ქალთა შრომა - ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, მუსიკა“. ფესტივალის სამეცნიერო ნაწილი დაიწყება 10:00 საათზე, საკონცერტო ნაწილი _ 18:00 საათზე. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და მეღვინეობა „შილდა.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი