24 სექტემბერი –საიუბილეო კონცერტი • ლია სალაყაიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე

24 სექტემბერს, 19:00 საათზე  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი მგალობლის, წმ. გიორგის ოქროს ორდენის კავალერის – ლია სალაყაიას  დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სახელწოდებით „გალობით გადებული ხიდი“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია „წინაპართა გამოცდილებით მომავლისაკენ“.

საიუბილეო კონცერტზე მონაწილეობენ – ანსამბლები: „სათანაო“, „იალონი“, „მარგალიტი“, „სახიობა“, „დიდგორი“, აფხაზეთის სახელმწიფო გუნდი-კაპელა, სამაჩაბლოს ბავშვთა გუნდი, სამების საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლის გოგონათა, ქალთა და ბავშვთა გუნდები.

ღონისძიების მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია.

წაიკითხე მეტი