28-ე ტომის ანთოლოგიის XXVIII ტომში დაბეჭდილია არქიმანდრიტ სოფრონ ერისთავისაგან ანდრია მრევლიშვილის მიერ 1842 წელს ჩაწერილი იოანე ოქროპირის წირვის საგალობლები (აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია). ასევე, წინამდებარე ტომში წარმოდგენილია რაჟდენ ხუნდაძის მიერ ნოტირებული იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და `პირველშეწირულ ძღვენთა~ ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა ჰიმნები (დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია). ამ საგალობელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.