ანთოლოგიის XXVII ტომში სრულდება ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე კერესელიძისა და რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერებში და, ასევე, ქორიძის გამოცემებში მოცემული დიდი შაბათის საგალობლების ბეჭდვა. ხსენებული ხელნაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრებში. XXVI_XXVII ტომებში წარმოდგენილ ჰიმნთა აბსოლუტური უმრავლესობა პირველად გამოიცემა. ამ ტომებში, ასევე, შესულია, ანთოლოგიის შემდგენელ-რედაქტორთა მიერ შესაბამის მელოდიურ დედნებზე, სამგალობლო ტრადიციის შესაბამისად გაწყობილი ნიმუშებიც. დიდი შაბათის სრული სამგალობლო ციკლი, ქართული მუსიკის ისტორიაში, პირველად გამოიცემა.