XXVI_XXVII ტომებში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე კერესელიძისა და რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერებში და, ასევე, ქორიძის გამოცემებში მოცემული დიდი შაბათის საგალობლები _ ამ დღის ლიტურგიკულ განგებათა ყველა ჰიმნი, ღვთისმსახურების `სრულიად გალობით~ შესასრულებლად. ხსენებული ხელნაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრებში. XXVI_XXVII ტომებში წარმოდგენილ ჰიმნთა აბსოლუტური უმრავლესობა პირველად გამოიცემა. ამ ტომებში, ასევე, შესულია, ანთოლოგიის შემდგენელ-რედაქტორთა მიერ შესაბამის მელოდიურ დედნებზე, სამგალობლო ტრადიციის შესაბამისად გაწყობილი ნიმუშებიც. დიდი შაბათის სრული სამგალობლო ციკლი, ქართული მუსიკის ისტორიაში, პირველად გამოიცემა.