ანთოლოგიის XXIII ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე კერესელიძისა და რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერებში და, ასევე, ქორიძის გამოცემებში მოცემული დიდი ხუთშაბათის საგალობლები _ ამ დღის ლიტურგიკულ განგებათა ყველა ჰიმნი, ღვთისმსახურების "სრულიად გალობით" შესასრულებლად. ხსენებული ხელნაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრებში. მოცემულია როგორც რთული, `გამშვენებული~, ისე მარტივი სტილის ჰიმნები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირველად გამოიცემა. XXIII ტომში, ასევე, შესულია, ანთოლოგიის შემდგენელ-რედაქტორთა მიერ შესაბამის მელოდიურ დედნებზე, სამგალობლო ტრადიციის შესაბამისად გაწყობილი ნიმუშებიც (მაგ., ძლისპირების გარდასათქმელები, ფსალმუნის მუხლები და ა.შ.). დიდი ხუთშაბათის სრული სამგალობლო ციკლი, ქართული მუსიკის ისტორიაში პირველად გამოიცემა. ვფიქრობთ, წინამდებარე კრებული გამოადგება და დააინტერესებს ქართული გალობის ყველა მცოდნესა და მოყვარულს.