წიგნში „ეთნომუსიკოლოგია: ძალიან მოკლე შესავალი“, მისი ავტორი, თანამედროვეობის გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგი, თიმოთი რაისი, მოკლედ აჯამებს ეთნომუსიკოლოგიის _ როგორც ტრადიციული მუსიკის შემსწავლელი მზარდი დისციპლინის _ შესახებ დღემდე დაგროვილ ცოდნას; გვიზიარებს მეთოდებსა და პრაქტიკას, რომელსაც მკვლევრები მსოფლიო (ტრადიციული) მუსიკის შესწავლისას იყენებენ, როგორც ველზე მუშაობისას, ისე შეგროვებული მონაცემების ანალიზის დროს. გარდა ეთნომუსიკოლოგიურისა, წიგნის ავტორი ასევე განიხილავს იმ მიდგომებს, რომლებიც ანთროპოლოგიური და სხვა სოციალური მეცნიერებების თეორიების გამოყენებას ითვალისწინებს და რომელთაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ მუსიკალური ტრადიციის ბუნების უკეთ გამოსარკვევად, სოციუმის ქცევისა და კულტურული პრაქტიკის ასახსნელად.