ფილიპ ბოლმანის ეს წიგნი მკითხველს მსოფლიო მუსიკის სამყაროში ამოგზაურებს. წიგნის ცალკეულ თავში ავტორი გვიჩვენებს, თუ როგორ მონაწილეობს მუსიკა თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში, ყურადღებას უთმობს კონკრეტულ მიზეზებსა და ისტორიულ გარემოებებს, რომლებიც მუსიკის მრავალფეროვნების გასაგებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წიგნი ფართო გეოგრაფიულ არეალს მოიცავს. თითოეული თავი სიღრმისეულად იკვლევს ცალკეულ კულტურებსა და რეგიონულ ტრადიციებს. ავტორი ხშირად ამახვილებს ყურადღებას კონკრეტულ რეპერტუარებსა და ცნობილ შემსრულებლებზე და ცდილობს ახსნას, როგორ მოიპოვა მსოფლიო მუსიკამ მზარდი გავლენა და პოპულარობა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში.