წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის პარაკლიტონის „მომიჴსენენი“, რომელსაც ახლავს სანოტო დანართი წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხელნაწერების მიხედვით. გამოვემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი წარმოადგენს „მომიჴსენენის“ კრიტიკულად დადგენილ სამეცნიერო ტექსტს ტექსტს, რომელსაც ახლავს სხვადასხვა ხელნაწერში ასახული სახეცვლილებების ჩვენება სქოლიოების სახით; მეორე ნაწილში განთავსებულაი სანოტო დანართი, რომელიც მგალობლებს საშუალებას მისცემს საღმრთო ლიტურგიაზე „მომიჴსენენი“ გალობით აღავლინონ. ასევე პირველად ქვეყნდება სრული სახით წმ. გიორგი მთაწმინდელის ანდერძი, რომელიც დართულია მის მიერ შედგენილ პარაკლიტონზე და ანონიმი ავტორის მიერ წმ. გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი შესხმა. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ფილოლოგებისთვის, ისე მგალობლების, მედავითნეების, და საეკლესიო ჰიმნოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.