კრებულში ერთიანდება სახელოვანი გურული შემსრულებლებისა და ლოტბარების, ბანის დიდოსტატების, მამა-შვილის, ვლადიმერ (1885-1977) და ოთარ (1928-2015) ბერძენიშვილების
გუნდების მიერ 1930-2000-იან წლებში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფციები - გურული სიმღერის 37 ნიმუში. ვფიქრობთ, კრებული დიდ დახმარებას გაუწევს ქართული სიმღერით დაინტერესებულ მკვლევრსა თუ შემსრულებელს.