დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - წირვის, ჟამების, მიცვალებულთა მსახურების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა საგალობლები; „ფერხთბანის“ წესი.

ანთოლოგიის XXI ტომში სრულდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q674 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული "მომიხსენენში" ჩასართავი აღდგომის რვა ხმის დასდებლები `პარაკლიტონიდან~; წირვის სადღესასწაულო ჰიმნები; ჟამების, მიცვალებულთა მსახურებისა და ხელთდასხმისა და ჯვრისწერის განგებათა საგალობლები; აგრეთვე დიდი ხუთშაბათის "ფერხთბანის" რიტუალის არქიდიაკვნის პარტია. ამ ტომში მოცემულ საგალობელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.