დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - წირვის სადღესასწაულო  საგალობლები.

ანთოლოგიის XX ტომში გრძელდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q674 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული წირვის სადღესასწაულო ჰიმნები წლიური სადღესასწაულო ციკლიდან, როგორც რთული, "გამშვენებული", ისე მარტივი ვარიანტები. წინამდებარე ტომში მოცემულ საგალობელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.