დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და პირველშეწირულის (გრიგოლ დიდის) ლიტურგიების საგალობლები.

ანთოლოგიის XIX ტომში გრძელდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q674 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული იოანე ოქროპირის წირვის მარტივი, "სადა" და "ნამდვილი" სტილის საგალობლები, აგრეთვე - პირველშეწირულის წირვისა და ბასილი დიდის ლიტურგიის ჰიმნები. წინამდებარე ტომში მოცემულ საგალობელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება.