დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ცისკრის, I ჟამისა და წირვის საგალობლები.

ანთოლოგიის XVII ტომში სრულდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q673 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული ცისკრისა და I ჟამის განგებათა ჰიმნები - "ყოველი სული აქებდით უფალსა"-დან, კონდაკის "ზეშთა მბრძოლისა" ჩათვლით და წირვის რეპერტუარიდან - სამოციქულოს რვა ხმის წარდგომები და სახარების წინა რვა ხმის "ალილუიები". ამ ტომში მოცემულ საგალობელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.