დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ცისკრის საგალობლები.

ანთოლოგიის XVI ტომში გრძელდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q673 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული ცისკრის განგების ჰიმნები - რვა ხმის "გალობანი"-დან (ძლისპირთა კანონი), რვა ხმის "განმანათლებლების" ჩათვლით. წინამდებარე ტომში მოცემულ საგალობელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.