დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ცისკრის საგალობლები.

ანთოლოგიის XV ტომში გრძელდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q673 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული ცისკრის განგების ჰიმნები - ფსალმუნთა კანონში ჩასართავი "კაფიზმა"-დან, სახარებისა და 50-ე ფსალმუნის შემდგომ შესასრულებელ სინანულის ჰიმნთა - "მსწრაფლ განუხვენ"-ის მიკრო-ციკლის ჩათვლით. წინამდებარე ტომში მოცემულ საგალობელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.