დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - შუაღამიანისა და ცისკრის საგალობლები.

ანთოლოგიის XIV-XVII ტომებში სრული სახით პირველად ქვეყნდება ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერი Q673 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს კრებული ე. კერესელიძის ხელნაწერთა შორის ყველაზე მსხვილტანიანი და მოცულობითია. მასში მოცემულია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული შუაღამის, ცისკრის და პირველი ჟამებისა და მცირე ოდენობით - წირვის საგალობლები. საგალობელთა დიდი რაოდენობის გამო, ხელნაწერი Q673 ოთხ (XIV-XVII) ტომად იბეჭდება. წინამდებარე ტომში წარმოდგენილია შუაღამიანისა და ცისკრის ("მცირე დიდება მაღალიანიდან" რვა ხმის "გალობა წმიდა არსისა"-ს ჩათვლით) საგალობლები.