დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - დღესასწაულთა ტროპრები, მარხვისა და ზატიკის საგალობლები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უფლისა ჩვენისა იესო ტკბილის სავედრებელი პარაკლისები.

ანთოლოგიის XIII ტომში სრულდება ე. კერესელიძის ხელნაწერი კრებულის Q672-ის (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ბეჭდვა. ამ ხელნაწერიდან წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული საუფლო, ღვთისმშობლისა და წმინდანთა დღესასწაულების ტროპრები, მარხვისა და ზატიკის ჰიმნები და "სრულიად გალობით" შესასრულებელი პარაკლისები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უფლისა ჩვენისა იესო ტკბილისა. ანთოლოგიის XIII ტომში მოცემულ საგალობელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.