დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - მწუხრის საგალობლები.

ანთოლოგიის XII_XIII ტომებში სრული სახით პირველად ქვეყნდება ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერი Q672 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს კრებული ერთ-ერთია ე. კერესელიძის 3 ყველაზე მსხვილტანიანი და მოცულობითი ხელნაწერიდან (Q672, Q673,  Q674). მასში მოცემულია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული, "სრულიად გალობით" შესასრულებელი მწუხრისა და პარაკლისების განგებანი და სადღესასწაულო ტროპრები. საგალობელთა დიდი რაოდენობის გამო, ხელნაწერი Q672 ორ (XII_XIII) ტომად იბეჭდება. წინამდებარე ტომში წარმოდგენილია მწუხრის განგების საგალობლები.