აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ღამისთევის ლოცვის საგალობლები (II ნაწილი).

ანთოლოგიის XI ტომში სრულდება სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილის მიერ 1898 წელს გამოცემული "ცისკრის" პუბლიკაცია. ამავე ტომში პირველად იბეჭდება ღამისთევის ლოცვის რამდენიმე საგალობელი სტეფანე და პოლიევქტის კარბელაშვილების სანოტო ხელნაწერთა არქივებიდან და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვისა და დავით მოლოდინაშვილის ხელნაწერებიდან (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ არქივში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ლუარსაბ (ლაშა) ტოგონიძის პირად არქივში).