აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ღამისთევის ლოცვის საგალობლები (I ნაწილი)

ანთოლოგიის X-XI ტომებში აღმოსავლეთ საქართველოს, "კარბელაანთ" სამგალობლო ტრადიციის ღამისთევის ლოცვის (მწუხრის, შუაღამის, ცისკრისა და პირველი ჟამების) საგალობლებია წარმოდგენილი. წინამდებარე, X ტომში დაბეჭდილია სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილის მიერ 1897 წელს გამოცემული "მწუხრი" და მის მიერვე 1898 წელს გამოცემული "ცისკრის" ნაწილი. ეს კრებულები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული და I გამოცემის შემდეგ სრული სახით აღარ გამოქვეყნებულა. ამავე ტომში პირველად იბეჭდება ღამისთევის ლოცვის რამდენიმე საგალობელიც სტ. კარბელაშვილის სანოტო ხელნაწერთა არქივიდან (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).