დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - აღდგომის საგალობლები.

ანთოლოგიის IX ტომში დაბეჭდილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული დიდი შაბათის, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის საგალობლები ე. კერესელიძის ხელნაწერიდან Q692 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). კრებულში წარმოდგენილი სააღდგომო საგალობლების დიდი ნაწილი მსგავსია ფ. ქორიძის მიერ ნოტირებული ჰიმნებისა, რომლებიც ჩვენ ანთოლოგიის V ტომში გვაქვს გამოქვეყნებული. სრული სახით ხელნაწერი Q692 პირველად ქვეყნდება.