დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ძლისპირნი.

ანთოლოგიის VIII ტომში დაბეჭდილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული საგალობლები, ე. კერესელიძის ხელნაწერიდან Q689 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს ხელნაწერი პირველად ქვეყნდება. მასში ნოტირებულ საგალობელთა უმრავლესობა ძლისპირია.