დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ძლისპირნი.

ანთოლოგიის VII ტომში დაბეჭდილია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული საგალობლები, ე. კერესელიძის ხელნაწერიდან Q687 (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს ხელნაწერი პირველად ქვეყნდება. მასში მოცემულ ჰიმნთა უმეტესობა ძლისპირია.