დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - ძლისპირნი.

ანთოლოგიის VI-VIII ტომებში ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის ძლისპირთა კრებულებია წარმოდგენილი: ე. კერესელიძის ხელნაწერი წიგნები Q684, Q687 და Q689 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს ხელნაწერები სრული სახით პირველად ქვეყნდება.

VI ტომში დაბეჭდილია საგალობლები ხელნაწერიდან Q684. მასში მოცემულ ჰიმნთა უმეტესობა ძლისპირია.