დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და პირველშეწირულის ლიტურგიები.

აღდგომის საგალობელნი, სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა, სადღესასწაულო „განიცადეები“

ანთოლოგიის V ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და "პირველშეწირულის" ლიტურგიების, ბრწყინვალე აღდგომისა და დიდ დღესასწაულთა საგალობლები, ფ. ქორიძისა და რ. ხუნდაძის მიერ 1904, 1908 და 1911 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ეს კრებულები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული და I გამოცემის შემდეგ სრული სახით აღარ გამოქვეყნებულა. წინამდებარე ტომში წარმოდგენილი, რ. ხუნდაძის მიერ გამოცემული ჰიმნები "სადა"

სტილისაა, ხოლო ფ. ქორიძის მიერ ნოტირებული დიდ დღესასწაულთა და, განსაკუთრებით, აღდგომის საგალობლები "გამშვენებული" სტილის გამორჩეული ნიმუშებია.