აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, პირველშეწირულის (პაპ გრიგოლ დიდის, „დიალოგოსის“) ლიტურგიების, ჯვრისწერისა და ხელდასხმის განგებათა საგალობლები (III ნაწილი).

ანთოლოგიის IV ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები - დავით ჩიჯავაძე-მიხაილოვის ხელნაწერებიდან და დიმიტრი არაყიშვილის მიერ 1905 და 1916 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ასევე, წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ბასილი დიდისა და "პირველშეწირულ ძღვენთა" ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა საგალობლები სტეფანე, პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილების, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, მიხეილ ელიზბარაშვილის, დავით მოლოდინაშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის ხელნაწერებიდან. ამ საგალობელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.