აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - იოანე ოქროპირის ლიტურგია (II ნაწილი).

ანთოლოგიის III ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის ლიტურგიის, აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის საგალობლები _ სამოციქულოს წარდგომებიდან წირვის ბოლო "მრავალჟამიერ"-ების ჩათვლით - სტეფანე კარბელაშვილის მიერ 1897, 1898 და 1899 წლებში გამოცემული სანოტო კრებულებიდან, და აგრეთვე - სტეფანე, პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილების, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, მიხეილ ელიზბარაშვილის, დავით მოლოდინაშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის სანოტო ხელნაწერებიდან. ამ საგალობელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.